სიახლეები
,, არსიანი' სოლო კონცერტი -2025
🗓️ 25 დეკემბერი 🕗 20:00 საათი 📍აკადემიური ანსამბლი ,, არსიანი” საანგარიშო კონცერტს გამართავს. 👉 ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი / Batumi State Music Centre ში მხარდამჭერები: ☑️აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara ☑️ 🎥 -აჭარის ტელევიზია • Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი და გაზეთი აჭარა
#რიტმებისაღვრებსგარეშე
#რიტმებისაღვრებსგარეშე 🗓️4-8 სექტემბერი 📍🇬🇪&🇹🇩 ☑️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და რუმინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 2025 წლის 6 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსტანცას სახელმწიფო თეატრის მთავარ დარბაზში გაიმართება საქართველო-რუმინეთის მეგობრობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი სახელწოდებით „რიტმები საზღვრებს გარეშე“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფი და კონსტანცას პროფესიული ფოლკლორული ანსამბლი „ბრაულეცული“. გალა კონცერტი დაიგეგმა 2025 წლის ივნისში, აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კონსტანცას მერთან, ვერგილ ჩიცაკთან სამუშაო შეხვედრისას, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი. შემოქმედებითი საღამო მიზნად ისახავს საქართველო–რუმინეთს შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას, ეროვნული თვითმყოფადი კულტურის პოპულარიზაციას, ფართო საზოგადოებისთვის ტრადიციული ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობის გაცნობას, ასევე ხელოვნების საშუალებით ხალხთა დაახლოებას და კულტურული დიალოგის გაღრმავებას. ღონისძიებას დაესწრება აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე. ღონისძიება, SEAS 2025-ის (ზაფხულის საშემსრულებლო ხელოვნების სეზონი) ფარგლებში, კონსტანცას სახელმწიფო თეატრისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და კონსტანცას ოლქის საბჭოს დაფინანსებით ხორციელდება. ბათუმი და კონსტანცა 2020 წლიდან დამეგობრებული ქალაქები არიან. თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტრანსპორტის სფეროებში, ასევე, ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის მიმართულებით. 🙏 მადლობა ამ შესაძლებლობისთვის აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara ს და განსაკუთრებით , მინისტრს , ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს
,,არსიანი ' ბალიქესირში
☑️ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,, არსიანის” ქორეოგრაფიული ჯგუფი მიწვეულია თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბალიქესირში . ამავე ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კულტურულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად . 🗓️ 2025 წლის 2 სექტემბერს , ქ. ბალიქესირში , ,, არსიანის” ქორეოგრაფიული ჯგუფი აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara მხარდაჭერით გაემგზავრება . ☑️ ანსამბლი სოლო კონცერტს გამართავს ბალიქესირის მოსახლეობისთვის, ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისა და განსაკუთრებით იქ მცხოვრები ქართველებისთვის, რაც მათ უფრო დაახლოებს დედასამშობლოს და მონატრების სევდას გაუქარწყლებს.
მოღერალთა გუნდი ბულგარეთში
აკადემიური ანსამბლი ,, არსიანის” მომღერალთა გუნდი , აჭარის კულტურის სამინისტრო / The Ministry of Culture of Ajara მხარდაჭერით საგასტროლოდ მიემგზავრება ბულგარეთში კომპანია ,,TEAM TRAVEL” ის მიწვევით . 17-25 აგვისტოს ფარგლებში ანსამბლი გამართავს სოლო კონცერტებს საერთაშორისო ფესტივალ,, WONDERLAND from Varna with love” ზე სტუმრის სტატუსით .














































